სუს-ის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეეზღუდება. უწყების განცხადებით, ხაბეიშვილი შეეცდება საქმეში არსებულ პირებთან და მოწმეებთან დაკავშირებასა და ზემოქმედების მოთხოვნას.
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიზანშეწონილია, რომ ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს შეეზღუდოს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება“ — წერია სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს გამომძიებელ შაქრო ხარშილაძის დადგენილებაში
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. „ოცნების“ პროკურატურას მას საჯარო მოხელისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება. სასამართლომ ხაბეიშვილს 13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.