სუს-თან, სლოგანით: „თავისუფლება და სოლიდარობა ხაბეს“, ს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება და სოლიდარობა ხაბეს“- ამ სლოგანით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, პატიმრობაში მყოფი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
პარტიის წევრები, ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილი ციხეში მისი პოლიტიკური განცხადების გამო იმყოფება. როგორც მათ აღნიშნეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ლევან ხაბეიშვილის სახით „ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა პოლიტიკოსი მისი პოლიტიკური განცხადების გამო დაატყვევა“.
აქციაზე განცხადება გააკეთა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა, მარიამ დოლიძემ.
„ლევან ხაბეიშვილი არა დანაშაულისთვის, არა ქმედებისთვის – არამედ სიტყვისთვის, პოლიტიკური განცხადებისთვის ჰყავს ივანიშვილს 4 კედელში გამოკეტილი! 2024 წელს, რუსული კანონის მიღებისას, ახალგაზრდის დასახმარებლად გაქცეულს, რუსული რეჟიმის ომონი სასიკვდილოდ გაუსწორდა. ნახევარი საათის განმავლობაში აწამებდნენ, სახის ძვლებს ულეწავდნენ, ამბობდნენ, რომ უნდა მოეკლათ და შემდეგ ეთქვათ, რომ თავი დაარტყა…
ლევან ხაბეიშვილის წამებისას, ადგილზე იმყოფებოდნენ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები, რომლებიც თავად ლევან ხაბეიშვილმა ამხილა მეორე დღესვე – თუმცა, დღემდე 1 კაციც კი არ დაუკითხავთ, არათუ დაუკავებიათ!
13 წლის განმავლობაში ამხელდა ივანიშვილის კორუფციაში ჩაძირულ რეჟიმს და მის ხელის ბიჭებს, მათ კორუფციულ საქმეებსა და სქემებს – ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, ფარცხალაძეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ჭიკაიძეს, ხმალაძეს… რომელთა ბრალეულობასაც ყოველდღიურად ადასტურებს თავად ე.წ. „ხელისუფლება“. მაგრამ, 11 სექტემბერს რუსი ივანიშვილის მწამებელმა რეჟიმმა – ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური განცხადებისთვის, სიტყვისთვის დაატყვევა!“, – განაცხადა მარიამ დოლიძემ.
მარიამ დოლიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილს არც სატელეფონო ზარის და არც პაემნების უფლება არ აქვს.
„85 დღეა, რაც პოლიტიკოსი დატუსაღებულია – არა დანაშაულისთვის, არა კანონდარღვევისთვის, არა ქმედებისთვის – არამედ სიტყვისთვის! სიტყვისთვის, სადაც იგი მოუწოდებდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს – არ ეწამებინათ, სახის ძვლები არ დაემტვრიათ, არ მოეკლათ, არ ეცემათ ქართველი ხალხი!
ივანიშვილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა არც ლევან ხაბეიშვილის წამება და ჯანმრთელობის შერყევა, არც ტყვეობა აღმოჩნდა საკმარისი და უკვე 85 დღეა, რაც იგი გარე სამყაროს სრულად არის მოწყვეტილი: არა ზარი, არა წერილი, არა პაემანი რა არის ეს თუ არა ადამიანის წამება?! მინდა მივმართო, ლევან ხაბეიშვილის „საქმის“ – „ღირსებაშელახულ“ მოწმეებს – დადგება დღე, როდესაც საკუთარ სინდისს ვეღარსად დაემალებით! თავისუფლება ივანიშვილის პირად ტყვეს ლევან ხაბეიშვილს!
თავისუფლება – ირაკლი ნადირაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ს, ლაშა ბერიძეს და რეჟიმის ყველა პატიმარს, მადლობა მათ – ვინც გვაბრძოლა, ვინც იბრძოლა და ვინც იბრძვის! თავისუფლება საქართველოს!“, – განაცხადა მარიამ დოლიძემ.