სუსში გრიგოლ ლილუაშვილს ანრი ოხანაშვილი შეცვლის, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვლის – ის ამ დრომდე იუსტიციის მინისტრი იყო. ანრი ოხანაშვილის ადგილზე კი “ქართული ოცნების” დეპუტატი პაატა სალია დაინიშნება. საკადრო ცვლილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მ.
კობახიძის თანახმად, “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი”.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ეს უწყება, კობახიძის თქმით, დამოუკიდებელ სამინისტროდ ყალიბდება და მისი “ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება.”
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა პარლამენტმა 6 წლის ვადით, მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 2017 წლის დეკემბრიდან. 2016 წლის მოწვევის პარლამენტში იყო “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ვანსა და ხონში.
2002-2016 წლებში, მას წამყვანი თანამდებობები ეკავა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში: ფონდ „ატუში“, შპს „ბურჯში“, შპს „ქართუ მშენებელში“, სს „ქართუ ჯგუფში“, სს „ქართუ ბანკში“.
ანრი ოხანაშვილი, იუსტიციის მინისტრობამდე, “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში. მე-10 მოწვევის პარლამენტში ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
პაატა სალია მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატობამდე, იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, მანამდე კი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა