სუსი თვლის, რომ კანონის ეფექტს გვერდების რაოდენობა განსაზღვრავს – “6–გვერდიანმა კანონმა? როგორ შეიძლება?”– ლილუაშვილი

უს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურებაბ და ამბობს:
დეკემბერში მივიღეთ სტატუსი. როგორ შეიძლება, 4 თვეში ერთმა 6-გვერდიანმა კანონმა საერთაშორისო პოლიტიკური კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას. ეს ხომ წარმოუდგენელია. თქვენ შეგიძლიათ მითხრა, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს. დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. 6-გვერდიანმა კანონმა? როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი, ეს ხომ ნონსენსია?
როგორც ჩანს, სუსმა რუსული კანონის ეფექტის ანალიზისთვის, კანონის გვერდები დაითვალა და 6 გვერდი ეცოტავა. რამდენგვერდიანი კანონია სახიფათო ქვეყნისთვის, ამაზე სუსის უფროსს არ უსაუბრია, ისევე, როგორც, არ უთქვამს, ზღვარი სადამდეა, რამდენგვერდიანი კანონია უსაფრთხო, იმედია, სუსის უფროსი, კონსტიტუციის გვერდებს არ დაითვლის და არ ებევრება.

ასევე დაგაინტერესებთ