“სუსი გააშარჟეს” – ბესელია

ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს:
ლილუაშვილს ჰქონდა დრო დარჩენილი, ჯერ კიდევ ოქტომბრამდე, ამიტომ, როდესაც ვადაზე ადრე ხდება მისი ამ პოზიციიდან გადანაცვლება სრულიად სხვა მიმართულებით, როგორც არ უნდა ახსნას ეს მმართველმა პარტიამ, ეს აჩვენებს, შიდა, ძალიან ძლიერ კრიზისს, რომელიც გარე, საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის სანქციების ზეწოლის შედეგიც არის. ოხანაშვილის პოზიციას რაც შეეხება, ძალიან კომიკური გახდება უკვე ეს სამსახური. ის, სადაც ეს ადამიანი შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება წარმოიდგინო სერიოზულად. თან ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება ქვეყანაში, რომელიც უსაფრთხოებას იცავს, ასე გააშარჟო, რომ ოხანაშვილს ჩააბარო ეს უწყება.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, ანრი ოხანაშვილი სუსის ხელმძღვანელი ხდება, იუსტიციის მინისტრად პაატა სალიას დანიშნავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა