სუსი: აღმოჩენილია უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში გასატანი 14 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება. უწყების კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ დღეს, 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე დეტალებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება რუსეთში (ქალაქ ვორონეჟში) გასატანად უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“. მანვე განმარტა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით შენახული იყო აკუმულატორების ყუთებში.
სუსში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში “დარიალის” გამშვები პუნქტით ასაფეთქებელი სამი მოწყობილობის გატანა იგეგმებოდა უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით, ხოლო სამი მოწყობილობა დატოვეს თბილისში.
“აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი გარემოება იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომელიც განხორციელდებოდა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში”, – თქვა კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა.
მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის ს ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.
“პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას ს რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ დანაა.
აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ”, – აცხადებენ სუს-ში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით – ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა ისჯება სამიდან ექვს წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ