სუსის ხელმძღვანელის თქმით, “ყალბი ჩანაწერების” შესაძლო გავრცელებაზე განცხადება პრევენციისთვის გაკეთდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უწყების მიერ არჩევნებამდე 10 დღით ადრე გავრცელებული განცხადება გაფრთხილებაა, რომ პროცესში ჩართულმა პირებმა „წითელი ზღვარი არ გადაკვეთონ“.
საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაზე “ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული“ ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაზე, რომლებმაც ხელოვნური დესტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს.
როგორც ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფმა გრიგოლ ლილუაშვილმა 17 ოქტომბერს უთხრა მედიას, „ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის”. მისი სიტყვებით, ჩანაწერები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს, “არ არის სუსიდან”.
“იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ, თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუსიდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ, მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც სუსი წინასაარჩევნოდ „დესტაბილიზაციის საფრთხეზე“ საუბრობს. მან 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო ს წინა დღეებში იგეგმება დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელება.
უწყების მტკიცებით, ეს მასალები დამონტაჟებული და გაყალბებულია „ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით“.
„ყალბ ჩანაწერებში“, სუსის ცნობით, გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სუსი, – რომელსაც მმართველი პარტია არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იყენებს, – ამ განცხადებით ცდილობს, დააზღვიოს რისკები, რაც მმართველი გუნდის წევრების მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების შესაძლო გავრცელებას შეიძლება თან ახლდეს.
16 ოქტომბერს, სუსის განცხადებიდან ორიოდე საათში, იუტუბ-არხზე Cyber Kmara გამოქვეყნდა, არხის თანახმად, ს ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის სატელეფონო საუბარი.
ახალი ჩანაწერის თანახმად, ხვედელიძე რუსული კომპანიის, „ფსიხოდემიის“ წარმომადგენელთან, ვინმე ილიასთან, „ქოუჩინგის“ კურსის დეტალებს არკვევს.
ამ საკითხის კომენტირებისას, შეკითხვაზე, ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს, გრიგოლ ლილუაშვილმა, ისე რომ არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყანა, პირი ან ორგანიზაცია, უპასუხა: „ვისაც შეუძლია“. მისივე თქმით, მოსმენა ან გავრცელება „ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“.
ადრე ზეპირად გაკეთებული არაერთი მსგავსი განცხადება „ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებათა“ გამოძიების შესახებ, არასდროს დასრულებულა დამნაშავეთა დაკავებით და სასამართლო პროცესით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა