სუსის განცხადებით, აქციებზე Chlorobenzylidenemalononitrile გამოიყენეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიებამ “უტყუარ მტკიცებულებებზე” დაყრდნობით დაადგინა, რომ „BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები, საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღ “კამიტის” მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას”. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.
სუსის ინფორმაციით, რომ 2024 წელს საპროტესტო აქციებზე გამოყენებული იყო ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი” და მისი გამხსნელი -,,პროპილენ გლიკოლის”, რომელთაგანაც არცერთი არ წარმოადგენს “აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას”.
Chlorobenzylidenemalononitrile, საერთაშორისო კატალოგებში ასევე მოხსენიებულია ცრემლსადენ გაზად – CS.
„აღნიშნული ნივთიერება [,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“] შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან, 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ,,ტრიქლორეთილენთან” ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფრომაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი”, – ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439“, – აცხადებს უწყება.
სუსის თანახმად, -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან ამოღებული 25 ნიმუშის ქიმიური ექსპერტიზა კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.
ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო – აუცილებელია დამატებითი ზეწოლა, სანქციებთან ერთად თავდაცვის სისტემამაც უნდა იმუშაოს

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა 650-ზე მეტი დრონი და 51 რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო – აუცილებელია დამატებითი ზეწოლა, სანქციებთან ერთად თავდაცვის სისტემამაც უნდა იმუშაოს