“სურსათის ფასების კლება დაფიქსირდა” | დავითაშვილი “საოცნებო” ეკონომიკური ზრდაზე და ეკონომისტები რეალურ მდგომარეობაზე

ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით რეგიონში მოწინავე პოზიციაზეა. ვიცე პრემიერის მტკიცებით, ეს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
“განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ ეს ყველაფერი, მშრალი რიცხვები გადავიტანოთ რეალურ ცხოვრებაში. სურსათის ფასების კლება დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით, ასევე წლიურ ჭრილში, შესაბამისად ეს ტენდენცია როგორც სურსათზე, ისე მედიკამენტებზე წლის განმავლობაში შენარჩუნებულია” – ამტკიცებს ლევან დავითაშვილი.
ეკონომისტები კი ხელისუფლებას ციფრებით მანიპულირებასა და სიცრუეში ადანაშაულებენ.