სურსათის სააგენტო: NAMEDSPORT-ის პროტეინის ობის შემცველი წასახემსებელი ფილები პსპ-ს არ შემოუტანია

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ევროპის კომისიის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს „პსპ ფარმას“ კუთვნილ ობიექტში და დაადგინა, რომ კონკრეტული პარტიის იმპორტი შპს „პსპ”-ს არ განუხორციელებია და, შესაბამისად, აღნიშნული სურსათი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა. ეს დაადასტურა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოდგენილმა სურსათის საბაჟო დეკლარაციამ.
სააგენტოს ინფორმაციით, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღეს საინფორმაციო შეტყობინება იტალიურ ბრენდ NAMEDSPORT-ის სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის შესახებ.
„ზედამხედველობის შედეგად დადგინდა, რომ იტალიური ბრენდის, NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელი ფილების: THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) კონკრეტული პარტიის იმპორტი შპს „პსპ ფარმას“ არ განუხორციელებია და, შესაბამისად, აღნიშნული სურსათი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არ განთავსებულა. აღნიშნული დაადასტურა ბიზნესოპერატორის მიერ წარმოდგენილმა სურსათის საბაჟო დეკლარაციამ,” – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, „პსპ ფარმას“ განმარტებით, მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაციით ცნობილი გახდა, რომ შეტყობინება იტალიური ბრენდის NAMEDSPORT-ის მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის შესახებ გაიგზავნა ყველა პარტნიორი ქვეყნის მაკონტროლებელ ორგანოებთან, მიუხედავად იმისა, ხდებოდა თუ არა აღნიშნული პარტიის სურსათის იმპორტი მათთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა