სურსათის სააგენტო სკოლების მიმდებარე კვების ობიექტებს ამოწმებს – 6000 სახელმწიფო კონტროლიდან 173 დარღვევა გამოვლინდა

სკოლების ახლომდებარე საცხობები და მარკეტები, სადაც მოსწავლეები ხშირად ყიდულობენ პროდუქტს, სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის ქვეშ მოექცა. უწყების ინფორმაციით, შემოწმებები უკავშირდება ბავშვების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხო სურსათზე ხელმისაწვდომობას.
ინსპექტორები აფასებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, პროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის წესებს, ვადებსა და უსაფრთხოების სხვა კრიტერიუმებს. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებიც.
წლეულში ჩატარებული 6000 ინსპექციიდან 173 დარღვევა გამოვლინდა – ძირითადად ვადაგასული სურსათის გაყიდვა, არასწორი ეტიკეტირება და რეგისტრაციის გარეშე ოპერირება.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, საეჭვო პროდუქტის ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე 1501. უწყების შეფასებით, მოსახლეობის ჩართულობა საწარმოების მონიტორინგს უფრო ეფექტურს ხდის და პრობლემების დროულ აღმოჩენას უზრუნველყოფს.