სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.
მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში.
სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა.
ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01. ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია