სურსათზე გლობალური ფასები გაზრდილია – FAO

FAO-მ სურსათის გლობალური ფასების ინდექსი მაჩვენებელი ნოემბრის მონაცემებით განაახლა.
ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინდექსი გაზრდილია 0,5%-ით და 127,5 შეადგინა. ინდექსმა 2023 წლის აპრილის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია.
ინდექსი წლიურად 5,7%-ითა გაზრდილი.
მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ნოემბერში ყოველთვიურად 7,5%-ით, ხოლო წლიურად 32%-ით გაიზარდა. ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძლიერი წვიმის შემდეგ წარმოების შეფერხებით პალმის ზეთის გლობალურ ფასებზე აღმასვლამ განაპირობა.
მარცვლეულის ფასის ინდექსი 2,7%-ით დაეცა. კლება განაპირობა ძირითადად ხორბლის მსოფლიო ფასების შემცირებამ.
შაქრის ფასების ინდექსი ნოემბერში თვიურად 2,4%-ითაა შემცირებული.
რძის პროდუქტების ფასის ინდექსი ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 0,6%-ითაა გაზრდილი. ნოემბერში კარაქის ფასებმა ახალ რეკორდს მიაღწია დასავლეთ ევროპაში, ხოლო ყველის ფასები ექსპორტის შეზღუდული შესაძლებლობების გამო გაიზარდა.
FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი ნოემბერში თვიურად 0,8%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, 2023 წელს სურსათზე მსოფლიო ფასები 13,7%-ით დაეცა.