საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული სერვისების ჩამონათვალი მცირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 29 თებერვალს გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უარს ამბობს დაფაროს სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯი.
ამ დრომდე ამ სერვისის დაფინანსებაზე სახელმწიფოს არ ჰქონდა გამონაკლისები დაწესებული. მშობიარობის დაფინანსების ახალი წესი კი მისი მიღების მომენტიდანვე მოქმედებს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამოქმედდა. წესები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეს ჯანდაცვის სერვისები უფინანსდება, 2013 წლის 21 თებერვალს დაამტკიცა მთავრობამ.
