“სურდათ გამოევლინათ გამსაღებელი და მიზანში ამოიღეს 27 წლის ქალი” – ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის ადვოკატი

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულებს პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მათი უმეტესობა ბრალს არ აღიარებს.
ერთ-ერთი დაკავებულის 27 წლის ქალის უფლებადამცველი მთავარ არხთან ამბობს, რომ დაკავებული ნუციკო ჩალათაშვილი ბრალს არ აღიარებს და პროკურატურას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები.
-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ნუციკო ჩალათაშვილი ფიგურირებს, გამოძიების ინფორმაციით, ის ტაქსის მძღოლს ნარკოტიკულ საშუალებას გადასცემს. ადვოკატი ამბობს, რომ ეს არ იყო ნარკოტიკული საშუალება, არამედ სააფთიაქო მედიკამენტი.
“არის მხოლოდ ერთადერთი ვიდეო ჩანაწერი, სადაც გაურკვეველ ნივთიერებას აძლევს ე.წ. თანამშრომელს პროკურატურიდან. სავარაუდოდ, არის რიგითი მოქალაქე ტაქსის მძღოლი, რომელიც იცნობს ნუციკო ჩალათაშვილს, შესაბამისად, ჩემი მოსაზრებით, პოლიციამ დააკავა ეს პიროვნება და შემდეგ თანამშრომლობის მიზნით ასე ვთქვათ, სურდა გამოევლინა ვითომ გამსაღებელი და მიზანში ამოიღო ნუციკო ჩალათაშვილი”, – ამბობს დაკავებულის ადვოკატი.
დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, ს, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.