სურასათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეოზე – საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, რაც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს – სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, სააგენტომ კი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
„საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოციალუს ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან