სურამის “ბაიანთხევის ტყეში” ხეები მონიშნულია, ეჭვობენ, რომ მოსაჭრელად ამზადებენ

სურამის “ბაიანთხევის ტყეში” ხეები მონიშნულია, ეჭვობენ, რომ მოსაჭრელად ამზადებენ
საქართველოში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჯანმრთელი ხის ნიშანდებული მერქნებია ასახული და წერს, რომ ვიდეო სურამშია გადღებული.
ვიდეო დასათაურებულია ასე: “სურამი “ბაიანთხევის ტყე” – ხეებს მოსაჭრელად ამზადებენ?” და მონიშნულია საკითხზე პასუხისმგებელი ორი უწყება:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
პოსტის კომენტარებში, მოსახლეობა ფაქტით შეშფოთებულია და აქვეა სატყეო სააგენტოს კომენტარიც:
“სურამში, ბაიანთხევში ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტერიტორია სტიქიისგან მოთხრილ-მოტეხილი და ძირნაყარი მერქნული რესურსისგან გასულ წელს გაწმინდა. ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ არანაირი ჭრა არ მიმდინარეობს და არც იგეგმება,” – წერს პოსტის კომენტარებში “ეროვნული სატყეო სააგენტო”.
შეგახსენებთ, შარშან სწორედ ბაიანთხევის დასახლებაში ტყე ჩააბეტონეს, მოგვიანებით კი ბეტონის ფენა მოიხსნა და როგორც მაშინ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განმარტეს, ამ ტერიტორიაზე ჩაბეტონებული იყო კერძო პირის მიერ სახლამდე მისასვლელი გზა და ხეები. ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის 267 კვ.მ. სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალიტეტის მფლობელობაშია.
“ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლა და შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს“, – აღნიშნულია უწყებეის მაშინდელ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე