დაარსების დღიდან ამბოლის მისია მომხმარებლებისთვის ავტომობილის მოვლის პროცესის გამარტივებაა. კომპანიის მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვით, ის მუდმივად ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაახარჯვინოს კლიენტს და მისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო გახადოს ავტომობილზე ზრუნვა.
სწორედ ამ ხედვის ერთ-ერთი ნაწილია „სუპერ გარანტია“, რომლით სარგებლობასაც მომხმარებლები 15 ნოემბრიდან შეძენილ საბურავებზე შეძლებენ.
აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად ამბოლის პროდუქტ მენეჯერს, ილია ლოლაძეს გავესაუბრეთ:
M: რას ნიშნავს სუპერ გარანტია ?
სუპერ გარანტია ამბოლის ახალი შეთავაზებაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც 15 ნოემბრიდან ჩვენთან პრემიუმ ბრენდების საბურავებს შეიძენს. აქ შეძენილ საბურავებზე ჩვენი მომხმარებლები სპეციალური საგარანტიო პირობებით ისარგებლებენ. სწორედ იმიტომ, რომ ეს პირობები თითქმის სრულიად იცავს მომხმარებელს შესაძლო დამატებითი ხარჯებისგან, მას სუპერ გარანტია დავარქვით.
ეს არის კონკრეტულად საცალო არხისთვის განკუთვნილი უპრეცედენტო შეთავაზება, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს საბურავის მექანიკური დაზიანების შემთხვევაშიც კი, საბურავს შევუკეთებთ, აღვუდგენთ ან დავუკომპენსირებთ მის ღირებულებას.
M: რა ტიპის საბურავებზე მოქმედებს სუპერ გარანტია?
სუპერ გარანტია მოიცავს შემდეგი ბრენდების: GOODYEAR (SAVA, DEBICA, KELLY), TOYO, NEXEN — როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო მსუბუქ საბურავებს (C-კატეგორიის).
M: რა პერიოდის განმავლობაში მოქმედებს სუპერ გარანტიის ვადა?
საგარანტიო ვადა მოიცავს 3 წელს.
M: რომელ გამონაკლის შემთხვევებში არ შეეძლება მომხმარებელს სუპერ გარანტიით სარგებლობა?
თუ საბურავს აღენიშნება თვლების ნახარისა და თვლების შეყრის დარღვევა, გარეგანი ზემოქმედება (გადახურება/„დაბუქსავება“), ტვირთამწეობის გადაჭარბება ან არათანაბარი წნევა. მოცემულ შემთხვევაში საბურავი ავტომატურად იხსნება გარანტიიდან.
M: როდის და რატომ გაჩნდა სუპერ გარანტიის იდეა და რა უპირატესობა აქვს მას?
ახალი საბურავების ყიდვა, ბუნებრივია, დანახარჯებს უკავშირდება, შესაბამისად, ახლად შეძენილი საბურავის დაზიანება ავტომფლობელისთვის საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია. დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მიზეზებით, როგორებიცაა: გზის საფარი, ავტომობილის მართვის სტილი ან სულაც მექანიკური შემთხვევები. კომპანია ამბოლი ზემოხსენებულ შემთხვევებს თავის თავზე იღებს და ცდილობს, მომხმარებლის დრო და ფინანსები მაქსიმალურად დაზოგოს და ავტომობილით მგზავრობა უფრო საიმედო და სასურველი გახადოს.
ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად დაზღვეული იყოს მოულოდნელი შემთხვევებისგან. სუპერ საგარანტიო პირობები საშუალებას მისცემს მას, გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები.
[პარტნიორის კონტენტი]