სუპერლიგის ჩემპიონი “ქუთაისი” ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ “ლევიცესთან” მატჩით დაიწყებს

ზედიზედ მეორედ, ქართული კლუბი ევროთასზე ითამაშებს. გასულ წელს ეს სუპერლიგის ჩემპიონმა თსუ-მ შეძლო, წლეულს კი ევროთასებზე ძალებს მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი” მოსინჯავს.
ქუთაისელებს იმავე გზის გავლა მოუწევთ, რომელიც შარშან თსუ-მ გაიარა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი “ქუთაისი” ეცდება, ჩემპიონთა ლიგაში მოხვდეს, მაგრამ თუ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა, ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრამ იმერულ კლუბს მოწინააღმდეგედ სლოვაკეთის “ლევიცე” არგუნა. საქართველოს ჩემპიონი საკვალიფიკაციოს მეოთხედფინალიდან იწყებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ის ესტონურ “კალევს” შეხვდება. ფინალში გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში “ქუთაისი” ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში