სუპერლიგას 2025 წლის სექტემბერში აამოქმედებენ – ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი არ ამართლებს

ევროპის საფეხბურთო სუპერლიგის ამოქმედება 2025 წელს იგეგმება. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ახალი ტურნირი სექტემბერში აიღებს სტარტს.
სუპერლიგის გენერალური დირექტორი ბერნდ რაიჰარტი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალმა ფორმატმა მოლოდინი არ გაამართლა. მისი თქმით, ორგანიზაცია დაკავებულია ტურნირის სტარტის დაგეგმვით.
უფრო ადრე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ, ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, ფიფა-სა და უეფა-ს არ აქვთ უფლება, შეეწინააღმდეგონ სუპერლიგის შექმნას.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება, ქვეყანა ახლანდელ სტატუს კვოს თუ შეინარჩუნებს, არ ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შანსები იქნება – გიტანას ნაუსედა