სუპერთასის ფინალში “ელ კლასიკო” შედგება – “ბარსელონამ” “ოსასუნა” დაამარცხა [VIDEO]

ს დედაქალაქ ერ-რიადში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, “ბარსელონამ” “ოსასუნა” 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.
მატჩი თავიდანვე “ბლაუგრანას” უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა.
მეორე ნახევარში “ბარსა” ლევანდოვსკიმ დააწინაურა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 90+3 წუთზე ლამინე იამალმა დასვა.
“ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირება 14 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.