სუნიანი ევროპა ბელარუსს ფულს გადაუხდის სუფთა ჰაერისთვის, რომელიც ბელარუსიდან ევროპაში ქარს მიაქვს – ბელარუსის პრეზიდენტი

სუნიანი ევროპა ბელარუსს ფულს გადაუხდის სუფთა ჰაერისთვის, რომელიც ბელარუსიდან ევროპაში ქარს მიაქვს – ბელარუსის პრეზიდენტი
”სუნიანი ევროპა ბელარუსს ფულს გადაუხდის სუფთა ჰაერისთვის, რომელიც იქ თითქოსდა აკლიათ და რომელიც ბელარუსიდან ევროპაში ქარს მიაქვს” – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი
„ეს სუფთა ჰაერი ჩვენი მომავალია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ იგი. აუცილებლად დადგება დრო, როცა ევროპელები გადაგვიხდიან იმისთვის, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით იმას, რაც ღმერთმა მოგვცა,“ — განაცხადა “ბრძნადმეტყველმა” ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ დეკემბერში რუსულ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემას განათავსებენ.
ლუკაშენკოს თქმით, მინსკის პლატფორმაზე ერთ დროს სამშვიდობო შეთანხმებები იყო მიღწეული, თუმცა მოწინააღმდეგეებმა გადაწყვიტეს, მოტყუებით ემოქმედათ, რამაც დღევანდელი სიტუაცია გამოიწვია.
„„ორეშნიკი“ საშინელი იარაღია. ის საბრძოლო მორიგეობაში დეკემბერში ჩაერთვება. რა მიზნით? მინდა, მათ გაიგონ, რომ სიტუაცია თუ გაუარესდება, შეგვიძლია დარტყმა. მე და პუტინი დავსხდებით, გადაწყვეტილებას მივიღებთ და შემდეგ დავარტყამთ. ასე რომ, ნუ გაებმებით უსიამოვნებებში. ბოლოს და ბოლოს, ასე დაიწყო ომი ში. დონბასში რუსულენოვან ადამიანებს დევნიდნენ, კლავდნენ და ავიწროებდნენ. მე ამის მოწმე ვარ. აღმოჩნდა, რომ ისინი მინსკში სა და ჩვენ მოსატყუებლად ჩამოვიდნენ. მოგვატყუეს. კარგი, საკმარისია. ორი მილიონი ადამიანი უკვე დაიღუპა და უკრაინელები დასახიჩრდნენ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.