უკრაინაში ჩამოვედი, რათა მარტივი გზავნილი გავაჟღერო. ჩვენი მხარდაჭერა ვერ და არ შემცირდება. ყველა უკრაინელს მივმართავ, ბრიტანეთი თქვენს გვერდზეა, სანამდეც ეს საჭირო იქნება.
წერს X-ზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რომელიც უკრაინას ესტუმრა. მისი ვიზიტის ფარგლებში გამოცხადდება, რომ ლონდონი 2024 წელს კიევისთვის 2.5 მილიარდ ფუნტს გამოყოფს და გაფორმდება უსაფრთხოების შეთანხმება.
