სუნაკი: კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია

“კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი, ეს უბრალოდ საღი აზტია” – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ასე ეხმაურება რიში სუნაკი დასავლეთში მიმდინარე დისკუსიას, არის თუ არა ბიოლოგიური სქესი ორზე მეტი და შესაძლებელია თუ არა მისი ცვლილება. ამ და დისკუსიის სხვა კითხვებზე პასუხი წარმოქმნის პრაქტიკულ შედეგებს, მათ შორის, ტრანსგენდერი პირების ქალთა ან კაცთა სპორტულ გუნდებში მონაწილეობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დისკუსიის არც ერთი ლეგიტიმური მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს ტრანსგენდერი პირების თანასწორუფლებიანობას, გამოხატვის თავისუფლებასა თუ ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს.