სულ 50 ეგზემპლარი – გვარდიოლას საათის ღირებულებამ, რომელიც “რეალთან” მატჩში ეკეთა, ყველა გააოცა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “სიტის” უმასპინძლა და ფრედ, 3:3 ითამაშა.
Daily Mail წერს, რომ მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას ამ შეხვედრის მიმდინარეობისას საათი ეკეთა, რომლის ღირებულებაც 1,1 მილიონი ფუნტია.
ეს საათი ელიტარულმა ბრენდმა Richard Mille-მ სპეციალურად ჩოგბურთის ვარსკვლავ რაფაელ ნადალისთვის შექმნა. მისი სახელი Caliber RM27-01-ია და სულ 50 ეგზემპლარია გამოსული.