სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა სასამართლოს შენობაზე ექსტრემისტული ჯგუფის ჯაიშ ალ-ადლის წევრების მიერ 26 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
ირანის სასამართლომ მომხდარს “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა.
ჯაიშ ალ-ადლი არის ბალუჯების სეპარატისტული ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც, არსებული ცნობებით, მეზობელი დან ოპერირებს და 26 ივლისის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მან აიღო განცხადებით, რომელიც “ტელეგრამის” არხით გაავრცელა.
ჯგუფი აფრთხილებს სასამართლოს თანამშრომლებს, რომ სისტანისა და ბალუჯისტანის პროვინცია მათთვის უსაფრთხო სივრცე აღარ არის.
ირანის მედიის ცნობით, სამივე თავდამსხმელი მოკლეს ირანის უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა.
შაბათს მომხდარი თავდასხმა არის ჯაიშ ალ-ადლის მიერ განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ირანში 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ექსტრემისტებმა ათი პოლიციელი მოკლეს.
ბალუჯების უმცირესობა, რომელთა შორის ბევრი სუნიტი მუსლიმია, წლებია დისკრიმინაციას განიცდის ირანის ხელისუფლებისგან.
სისტანისა და ბალუჯისტანის პროვინცია არის აგრეთვე ავღანეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი მარშრუტის ნაწილი.