სულ ცოტა ხანში სლოგანი “ევროპას – კი, ევროკავშირს – არა” მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი -ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას „ მზად არის, უარი თქვას უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ძალისხმევაზე, თუ უახლოესს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი მკაფიო გზა არ გამოჩნდება“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ამ განცხადებით ამერიკამ ბრიუსელს ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვთან ომში მათი მომავალი ბედი არ აღელვებს.
„უკრაინის კრიზისის მშვიდობით დაგვირგვინების პროცესიდან აშშ-ს გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატების “ქორების” პარტია (საფრანგეთი, გერმანია + დიდი ბრიტანეთი და მათი ბალტიისპირელი ლაქიები) ხვალ შეიძლება პირისპირ დარჩეს “ჟანგიანი ტანკების” ამარა დარჩენილ რუსეთთან. კრემლთან კუნთებით თამაშს ევროკავშირის დანარჩენი წევრი სახელმწიფოები ნამდვილად არ აპირებენ, ამიტომ გაუგებარია, რაზე არიან წამსვლელები ქალბატონ ურსულას “უშიშარი” რაზმები, როდესაც ამ ომში მათ ის უკანასკნელი უკრაინელიც გამოელევათ. ამ განცხადებით, აშშ-მ ღიად მიანიშნა, რომ მოსკოვთან ომში ბრიუსელის მომავალი ბედი მას დიდად არ აღელვებს.
პრაგმატიკოსი ევროპელი ლიდერები ამიტომაც, სთავაზობენ დონალდ ტრამპს იმეგობროს ევროპასთან და არა ევროკავშირთან. ამას მიუძღვნა თავისი წარმატებული ვოიაჟი ვაშინგტონში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ. სულ ცოტა ხანში სლოგანი “ევროპას – კი, ევროკავშირს – არა” მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს