„სულ უმეგობრდება ახალ ბავშვებს და დამეგობრებიდან ცოტა ხანში აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს „მოდი ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი პატარა ალისკაზე?

„სულ უმეგობრდება ახალ ბავშვებს და დამეგობრებიდან ცოტა ხანში აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს „მოდი ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს“ – რას წერს პატარა ალისკაზე?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ელის მარია სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ალისკა მისი გათავისუფლებისთვის მეგობრებთან ერთად ლოცულობს.
„ალისას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა 4 წლის, ახალი საყვარელი საქმიანობა გაუჩნდა – სულ ეძებს და უმეგობრდება ახალ ბავშვებს და დამეგობრებიდან ცოტა ხანში აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს „მოდი ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს“ ❤ საოცრებაა ისიც, რომ არცერთი ბავშვი უარს არ ეუბნება და არიან ასე საერთო პირჯვრის წერაში და ბუტბუტში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.