“სულ ტყუილად აქვს ვინმეს იმედი, რომ ტრამპი და პუტინი უკრაინას გაიყოფენ და მერე ორივე იძმაკაცებს ბატონ ბიძინასთან. არ მოხდება ეს” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ამა წლის აგვისტოში დავწერე და ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი. როგორც ვატყობ 2028-ის შემოდგომამდე კიდევ არაერთხელ მომიწევს ამ სტატუსის გახსენება და მერე აღარ ვიცი.
შევეცდები ქოცი კაცისთვის გასაგებ ენაზე მოვყვე თუ რა მოხდა პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე და რა შედეგები მოჰყვება ამას. წინასწარ ბოდიშს ვიხდი არც მთლად ნორმატიული ლექსიკისთვის, მაგრამ ასე უფრო გასაგებია და სიტუაციის ადეკვატური.