სულ სხვა პარასკევი ალტაში: გამოიყენე წლის საუკეთესო დრო განახლებისთვის

სურვილების სია მზად გაქვს?

ლეპტოპის სისხარტე და ელემენტის სიმძლავრე ვეღარ უმკლავდება შენს დატვირთულ სამუშაო რიტმს? ან იქნებ, ძველი მტვერსასრუტი უკვე საკმარისზე მეტხანს გემსახურა და რობოტი მტვერსასრუტით ჩანაცვლება დაგეგმე, მაგრამ დღემდე გადადებულ საქმეებში მიგავიწყდა. რის განახლებასაც არ უნდა გეგმავდე, ახლა თამამად შეგიძლია, სურვილების სია მოიმარჯვო და კალათაში ნანატრი პროდუქტები მოიგროვო, რადგან ალტაში სულ სხვა შავი პარასკევის შეთავაზებები დაიწყო.

30 ნოემბრის ჩათვლით, როგორც ონლაინ: www.alta.ge, ასევე, მაღაზიებში, 50%-მდე ფასდაკლებებიგელოდება, 100-მდე ბრენდის ტექნიკაზე. შესაძლოა, მათ შორის, ის მოწყობილობებიც აღმოაჩინო, რომელთა შესაძენადაც საუკეთესო პერიოდს ელოდი.
რას შეიძენ ფასდაკლებით ალტაში?

ლეპტოპები ენთუზიასტებისთვის
კრეატიული საქმიანობა, სწავლა, საოფისე ამოცანები, გეიმინგი – შესაძლებლობები უსაზღვროა. მულტითასქერი ხარ, სტუდენტი თუ საქმეებისგან გადაღლილი განტვირთვას ეძებ, ამ კატეგორიაში, აუცილებლად იპოვი, შენი ცხოვრების სტილსა და ინტერესებს მორგებულ საუკეთესო ლეპტოპს.

აქსესუარები დაუმარცხებელი გეიმერებისთვის
დროა, შენს სათამაშო სამყაროში აქსესუარების სახით, დამატები თუ ძალები ჩართო გახდე ყველაზე დაუმარცხებელი, ვიდრე ოდესმე. ამ კატეგორიაში შეხვდები გეიმინგ სავარძლებს, კომფორტულ კლავიატურას, ყურსასმენებსა და მიკფროფონს, რომლებიც თამაშს კიდევ უფრო რეალისტურს გახდის.
ტელევიზორები კინოს საღამოებისთვის
უკვე მოიწყინე შენი ტელევიზორის უსიცოცხლო გამოსახულებით? OLED ეკრანები, ცოცხალი ფერებითა და ნათელი გამოსახულებით ზუსტად ისაა, რაც საყვარელ ფილმებსა და შოუებს ახლებურად დაგანახებს. ასე რომ ნამდვილი კინოთეატრის მოწყობა სახლშიც შეგიძლია.
სმარტფონები მეტი შემოქმედებითისთვის
რომლებიც არა მხოლოდ ზარებს პასუხობს, არამედ კრეატიული უნარების გამომუშავებაშიც გეხმარება, გადაიღო პროფესიონალური ფოტო ან ვიდეო და შექმნა შთამბეჭდავი კონტენტი, შენი პირადი სოციალური გვერდისთვის თუ ბიზნესისთვის.
რობოტი მტვერსასრუტი?
რატომაც, არა? ის სახლის დალაგების მოსაწყენ და დამღლელ რუტინას შეუმჩნევლად და უხმაუროდ საკუთარ თავზე აიღებს, თანაც იდეალურად.

ჭკვიანი საათები, უსადენო ყურსასმენები და სხვადასხვა აქსესუარები
საკმარისად მოძრაობ და ისვენებ დღის განმავლობაში? სმარტ საათთან დამეგობრება, ჩათვალე, ერთი დიდი ნაბიჯია ჯანსაღი ცხოვრებისკენ. ის შეაფასებს ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობებს და ძილის ფაზებსაც ძალიან ფრთხილად დააკვირდება. მერე კი ამ ყველაფრის დეტალურ ანალიზსაც ჩამოგიწიკწიკებს.
სამზარეულოს ტექნიკა
სულ სხვა პარასკევი სამზარეულოში მოფუსფუსე ადამიანებისთვისაც დადგა და შეგიძლია სულ სხვაფასად შეიძინო ისეთი საჭირო მოწყობილობები, როგორიცაა ბლენდერი, მიქსერი, მიკროტალღურიღუმელი, მაცივარი და კიდევ ბევრი რამ.
და დილის არომატული ყავისთვის?
ყველამ კარგად ვიცით, ყავის აპარატის ღილაკზე თითის ერთი დაჭერისა და ახლადმომზადებულინამდვილი ყავის არომატის ძალა, რითაც შეგვიძლია დილა პოზიტიური განწყობით დავმუხტოთ. ალტას Black Friday-ს შეთავაზებებში, შენთვის ნანატრი ყავის აპარატების შეძენასაც სულ სხვაფასად შეძლებ.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აღმოაჩინე ყველა შეთავაზება ვებგვერდზე: www.alta.ge და მაღაზიებში.
ტექნიკის განახლება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა და როდის ეს ყველაფერი, თუ არა ამ სულ სხვა პარასკევს?
მიიღე მეტი – სულ სხვა ფასად, ალტაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…