სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა ჩერნიგოვზე ს სარაკეტო თავდასხმის შედეგად

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე ს დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. მისი ინფორმაციით, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე სამი სარაკეტო დარტყმა იყო.
ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ოლექსანდრ ლომაკის ცნობით, ერთი რაკეტა პირდაპირ მოხვდა „სოციალური ინფრასტრუქტურის“ რვასართულიან შენობას.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ეს შენობა, სავარაუდოდ, საავადმყოფოა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი