მიწისძვრას იაპონიაში იშიკავას პრეფექტურაში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი.
1-ელ იანვარს ცენტრალურ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია. იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა ცუნამის რისკის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდა.
ამ ეტაპზე ცუნამის დიდი ტალღების გაფრთხილება დასავლეთ სანაპიროზე გაუქმებულია, ძალაში რჩება ცუნამის გამაფრთხილებელი რეკომენდაციები 1 მეტრამდე ტალღებისთვის.
