სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ირანის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარ აფეთქებაში

მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა აღმოსავლეთ ირანში ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სამხრეთ ხორასანის პროვინციის გუბერნატორმა მოჰამედ ჯავად კენატმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, დაიღუპა 30 ადამიანი, დაშავდა 17 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს “, – დაადასტურა პირჰოსეინ კოლივანდმა, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მაღაროში აფეთქების მიზეზი მეთანის გაჟონვა გახდა. ინციდენტი 21 სექტემბრის საღამოს მოხდა თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 540 კილომეტრით დაშორებულ ტაბასის მაღაროში. ირანული სააგენტოების ცნობით, მაღაროს შიგნით 24 მაღაროელი რჩება გამომწყვდეული.

აფეთქების დროს მაღაროში სულ 70-მდე ადამიანი მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!