სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად

რუსეთის ჯარებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. დაშავდა, სულ მცირე, 20 ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 9 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, გასული საღამოდან ს საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 55 დრონით.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 32 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, ხოლო 8 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის -ს ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრზე დრონებით დარტყმის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის 11 წლის გოგო. დანგრეულია 4-სართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნეპრში დაშავდა 15 ადამიანი. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები.
დრონებით მორიგი შეტევა იყო ხარკოვზეც. პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებს დაარტყეს. დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია ათამდე კერძო სახლი. ექვს ადგილას ხანძრები გაჩნდა.
ფორუმი