სულ მცირე 2 წელი დასჭირდება სკოლებში 11-წლიან პროგრამაზე გადასვლას – ამბობს მიქანაძე და დასძენს, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ სულ მცირე ორი წელი დასჭირდება 11-წლიან სასკოლო პროგრამაზე დაბრუნებას, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„11-წლიან სწავლებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამას რამდენიმე წლიანი პერიოდი დასჭირდება. სულ მცირე ორი – იმიტომ, რომ აქ არის პედაგოგების გადამზადება ახალი პროგრამის მიხედვით, ახალი სახელმძღვანელოები თავისი მეთოდოლოგიით. ეს არის პროცესი, რომელიც დროს და ძალისხმევას მოითხოვს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ექნებათ სასკოლო რეფორმის პრეზენტაციაც.
16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების 7 გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზებზე პროგრამა წარადგინა. „საუნივერსიტეტო რეფორმის“ კონცეფციის მიხედვით „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება.
სწორედ ამ დღეს ისაუბრეს 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე დასრულების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო