სულ მცირე 126 ადამიანია დაღუპული ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად

სულ მცირე 126 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში 7 იანვარს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.
სტიქიური უბედურების ზონაში მეორე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული სამხედროც მონაწილეობს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში დანგრეული და დაზიანებულია 3600-ზე მეტი სახლი. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 400-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 30 000-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,8 მაგნიტუდის 7 იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა ტინგრის რაიონში, ნეპალთან საზღვრის მახლობლად.
-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,1 მაგნიტუდის იყო.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ნეპალში, ინდოეთსა და ბჰუტანშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს