18 იანვრის დილით კიევზე სავარაუდოდ რუსული ტაქტიკური რაკეტა “ისკანდერის” იერიშის შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა.
დაზარალებულები შევჩენკოს რაიონში ცხოვრობდნენ. მანამდე კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ იქ დაუსახლებელ შენობაში და საცხოვრებელ კორპუსში შევიდა. გარდა ამისა, დაზიანდა წყალმომარაგება და ლუკიანოვსკაიას მეტროსადგურის შესასვლელი – ის დაიხურა, მატარებლები სადგურს გაჩერების გარეშე გადიან.
კიევის კიდევ რამდენიმე რაიონში ჩავარდა რუსული რაკეტების ნამსხვრევები. ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ავტომობილს, ნაწილობრივ განადგურდა ადმინისტრაციული შენობა, ბიზნეს ცენტრი და მაღაზია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანამდე უკრაინის არმიის მხრიდან ამერიკული რაკეტა ATACMS-ის თავდასხმების საპასუხოდ, რუსმა სამხედროებმა ჯგუფური (დრონებითა და რაკეტებით) დარტყმა განახორციელეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე, ბელგოროდის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მოსკოვი ამტკიცებს, რომ იერიშის სამიზნე იყო უკრაინის საკონსტრუქტორო ბიურო “ლუჩი”, რომელიც “ნეპტუნის” სახელწოდებით ცნობილ რაკეტებსა და სისტემა “ოლხის” ჭურვებს ამზადებენ.
სბ “ლუჩის” ოფისი კიევში მდებარეობს.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 19 იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 39 დრონი და ოთხი “ისკანდერის” რაკეტა გაუშვა. აქედან 24 თვითმფრინავი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს თორმეტ რეგიონში, ხოლო კიდევ 14 დრონი შედეგების გარეშე ლოკაციის დაუდგენად, გაუჩინარდა. სამინისტროს განმარტებით, ჩამოგდებული რაკეტები კიევის შევჩენკოს რაიონში ჩაცვივდნენ.
რუსეთის არმია ინტენსიურად ბომბავს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს.
წინა დღით, ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი მძიმედ დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად.
ფორუმი