“სულ მიკვირდა: როგორ შეეძლოთ მწერლებს კარგად ცხოვრება, როცა სხვა მწერლებს აპატიმრებდნენ?” – ყალაბეგაშვილი

სულ მიკვირდა: როგორ შეეძლოთ მწერლებს კარგად ცხოვრება, როცა სხვა მწერლებს აპატიმრებდნენ? მიკვირდა, როგორ შეეძლოთ დახვრეტილების და გადასახლებულების შვილებს ემსახურათ პარტიისთვის? მიკვირდი პუჩისტების გამინისტრება მიშას მიერ… სამოქალაქო ომის შემოქმედების მიწვევა უგოიმეს შოუებში… ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ მიკვირდა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი უჭერდეს მხარს რუს გახარიას, რომელიც ბავშვებს თვალებს თხრის? ძალიან გამიკვირდა, ერთმა ჭკვიანმა კაცმა რომ სიცილით მითხრა ,,გგონია ლუსტრაციის კანონი რამეს შეცვლის, ან ვინმეს შერცხვება, ან დისკომფორტს იგრძნობს…” ან, ასაკის ბრალია, ან ემიციური გამოფიტვის, აღარაფერი მიკვირს, გარდა ერთის – რა ჯადო აქვს ამ ქვეყანას ისეთი, რომ არ გავრბივართ ისინი, ვინც ვიაზრებთ სად ვცხოვრობთ – დაზომბებული, ინფანტილური, ფარისეველი, არათანმიმდევრული ქაჯების გარემოცვაში, რომელთა სახელი ლეგიონია… გამძლეობას გისურვებთ, იმ ერთეულებს, ვინც იაზრებთ სად და ვისთან ერთად ცხოვრობთ, ვისთან ერთად გიწევთ თანაარსებობა, ზოგჯერ ბრძოლა და პოზიტიური გადაკვეთებიც კი იმ მოტივით, როგორმე ადამიანად იგრძნოთ თავი… არც წინი და არც ამჟამინდელი ხელისუფლება, ამ ერის სასჯელი არ არის, მოთხოვნილებაა, დაკვეთაა, გამოძახილია და ეს კიდევ უფრო გიყინავს სისხლს, რომ ამ ლოგიკურ და შეკვეთილ ჯოჯიხეთში, ცხოვრობენ ერთეულები, რომელთა ამხელა სატანჯველი ალოგიკურია, არ იმსახურებენ, მათ ეს იციან და არ გარბიან, ცოცხლად ეჭმევინებიან მონსტრს ,,სამშობლოს” რომ ვეძახით…

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ