სულ კარგად იყვნენ, დავემშვიდობებით მალე – აჩიკო გულედანი “ოცნებაზე”

მომღერალი და “მწავნე ოთახის” სოლისტი აჩიკო გულედანი 20 ოქტომბერს, ევროპულ მარშს უერთდება და ამბობს:
“ჩანს, რომ ხალხი არის მოტივირებული იმისთვის, რომ თავი გადაირჩინონ და არა ის, რომ რომელიმე პარტიაზე იფიქრონ. კონკრეტულად, ახლა არის იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობა, რაც აღვადგინეთ 1991-ში, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ნებისმიერი რამ, შეიძლება, ხვალ – მარსიელები ხართო დაგაბრალონ, ზეგ სხვა გითხრან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მათი მოსმენა და შეფასება დასრულდა, მგონი, საერთოდ არ უნდა შევაფასოთ. ეს არის ხალხი, რომელიც, აშკარად, რუსეთში “მიგვათრევს”. ჩვენი თავისთვის არის, ჩვენს თავს უნდა დავანახოთ, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ, ჩვენ გვსურს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მეტი არაფერი, ისინი სულ კარგად იყვნენ, დავემშვიდობებით, მალე”, – ამბობს აჩიკო გულედანი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით – “ჩვენ გვინდა ევროპაში!”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჰერჩინსკის პასუხი მოეთხოვება, იმიტომ, რომ 27 ქვეყნის სახელით საუბრობს – მისი დაკვეთა არის, ამ მშვიდ გარემოში შეცვალოს პროცესი, რომ არ მისცენ „ქართულ ოცნებას” ხმა, ეს არის დანაშაულებრივი გზავნილი