“სულ ვეკითხები ჩემს თავს, ეს 32 კილო როგორ მოვიმატე… ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე კილოს დაკლების დიდი სურვილი” – ანუკი ცქვიტინიძის ახალი ცხოვრება და ტრანსფორმაცია – Marao
ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის სიყვარულის ამბავი მუსიკით დაიწყო, მუსიკამ დაამეგობრა, შემდეგ კი… ჯერ იყო მოკითხვები, შეხვედრები, ერთად გატარებული საღამოები, შინ მიცილებები და სიტყვა “მიყვარხარ!” სიყვარულს ერთმანეთს დღესაც ხშირად უხსნიან.
ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ოჯახმა ფართო საზოგადოების სიყვარული პროექტის “მიმღერე” შემდეგ დაიმსახურა და ამ პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.
ცოტა ხნის წინ გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმრები იყვნენ, სადაც ოჯახური ცხოვრების გარდა, ანუკის ცხოვრებაში მომხდარი დიდი სიახლის შესახებაც ისაუბრეს. როგორც მან აღნიშნა, ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, რომლის შედეგადაც 31 კილოგრამი დაიკლო.
„ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მიმართა ქირურგიულ ჩარევას. ამაზე საუბარი ხშირად გვიწევდა. ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე. გელა ცოტას ღელავდა, საუბარია კუჭის რეზექციაზე. თავს მშვენივრად, ბედნიერად ვგრძნობ, 31 კილო დავიკელი. წონის დაკლებას კიდევ ვაპირებ. ეს გელასაც ძალიან მოსწონს“, – აღნიშნა ანუკი ცქვიტინიძემ.
ამჯერად კი ინტერვიუს ანუკი ცქვიტინიძესთან „რადიო ფორტუნა“ გვთავაზობს:
· “თავს მშვენივრად, ბედნიერად ვგრძნობ, 31 კილო დავიკელი” – ანუკი ცქვიტინიძის ახალი ცხოვრება
„მთავარი კითხვაა ის, როდის დავიწყე მატება. ორივე შვილი მყავდა გაჩენილი და წონის პრობლემას ნამდვილად არ ვუჩიოდი. დაიწყო პანდემია, ყველაფერი გამოიწვია ჩაკეტილობამ, სტრესმა, ფინანსურმა შეზღუდვამ, მთელ ოჯახს შეგვექმნა პრინციპში პრობლემა, განსაკუთრებით – მე.ძალიან შესამჩნევი იყო, როცა ჩანაწერებს ვუყურებდი, ვიზუალურად ძალიან მეტყობოდა. ძალიან დიდი სტრესი იყო, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ამ წონას.
ოპერაციიდან მერვე თვე გავიდა და დავიკელი 32 კილო. სულ ვეკითხები ჩემს თავს, ეს 32 კილო როგორ მოვიმატე. ეს ფიქრი უფრო მაწუხებს, რა მომენტში ვერ გავაჩერე წონის მატება. ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე კილოს დაკლების დიდი სურვილი. ერთი წელი მინიმუმ კლების პროცესია. იმედი მაქვს, რამდენიმე კილოგრამს კიდევ დავიკლებ, მერე კი უკვე შედეგს შევინარჩუნებ.
გელა ამბობს, ყოველდღე ახალი ადამიანი იღვიძებს ჩემ გვერდზეო. მისთვისაც არის დიდი მოტივაცია. წონის კლება არ არის მარტივი ამბავი. უფრო გრძელვადიანია და შრომატევადი დიეტებით. ნამდვილად ცდილობს და იმედია, რომ თავადაც მოერევა წონას…“
ინტერვიუს სრულად ნახავთ fortuna.ge-ზე.
„მე და გელა მუსიკამ დაგვაკავშირა, ერთმანეთს კონცერტზე შევხვდით, თუმცა ამ შეხვედრამდე ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. საერთო სამეგობრო აქტიურად არ გვაკავშირებდა, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ხშირადაც არ ვხვდებოდით. შემდეგ ერთ პროექტზე ვიმუშავეთ, ერთმანეთსაც მეტად დავუახლოვდით.
· “ჩემი ქმრისთვის ეს იყო გაკვეთილი, რომ დაკარგავდა შვილებს, ცოლს, საერთო საქმეს” – მოსიყვარულე წყვილის 14-წლიანი ოჯახი და პაუზა ურთიერთობაში, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა
საღამოს ვახშმად ერთ-ერთ რესტორანში დამპატიჟა. შინ რომ მაცილებდა, ჭავჭავაძის გამზირზე, ჩემს სახლთან მანქანის გაჩერება რთული იყო. გადმოვედი და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ სიგნალით მანიშნა, მობრუნდიო. ვიფიქრე, რაღაც დამრჩა-მეთქი, მივედი და, – ჩქარა, ჩქარა, დაჯექი, აქ ვერ ვაჩერებო და, – გამიტაცა. იმ საღამოს მითხრა, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, უნდა გამოგიტყდე, ძალიან შემიყვარდიო.
· “ანუკი არის მაგალითი ოჯახისშვილობის, სიყვარულის, მეგობრობის, დათმობის, თავდადების. ანუკი არის და მერე ვარ მე” – ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის ოჯახური ბედნიერება
გარდა იმისა, რომ ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, გამორჩეულად კარგი მომღერალია, ადამიანური თვისებებით ძალიან მომხიბლა. არის საოცრად თბილი, ყურადღებიანი. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, ჩემთვის საიმედო საყრდენია. ის ყურადღებასა და სითბოს არა მხოლოდ ჩემ მიმართ, ახლობლების, მეგობრების, ხშირად სრულიად უცხო ადამიანების მიმართაც კი გამოხატავს”, – ამბობდა ანუკი ცქვიტინიძე.




