“სულ ემუქრებოდა ამ გოგოს… გულში დაარტყა დანა” – სასტიკი მკვლელობა თბილისში

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მე­ზო­ბელ­მა მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი 35 წლის მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

მოკ­ლუ­ლი ქალი და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ე.წ. იტა­ლი­უ­რი ეზოს ერთ ეზო­ში ცხოვ­რობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თხე­ლი­ძეს ჭრი­ლო­ბა ბას­რი საგ­ნით მი­ა­ყე­ნა.

“თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.დ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 14 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა – 1987 წელს და­ბა­დე­ბულ მ.თ.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ა.დ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს” – ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მი­მალ­ვა სცა­და, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ის მა­ლე­ვე, თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლის მიმ­დე­ბა­რედ და­ა­კა­ვა. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 35 წლის კაცი მა­ნამ­დეც იხ­დი­და სას­ჯელს დაჭ­რის ბრალ­დე­ბით. ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე და ჰყვე­ბი­ან, რომ ბო­ლოს ამი­რან დარ­ჯა­ნი­ამ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სამი დღის წინ და­ტო­ვა.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი მუდ­მი­ვად ემუქ­რე­ბო­და 38 წლის ქალს და მუ­ქა­რა სის­რუ­ლე­ში გუ­შინ მო­იყ­ვა­ნა, როცა მარი თხე­ლი­ძეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა გუ­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნა.

“ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, ემუქ­რე­ბო­და სულ ამ გო­გოს. მინ­დი­ხა­რო ეუბ­ნე­ბო­და, იმ გო­გოს. ატყდა მთე­ლი ეზო, ცო­დოა არ უჩივ­ლოო და აპა­ტი­ეს. ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც იჯდა და ცი­ხე­შიც იჯდა დაჭ­რა­ზე. ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში გა­ა­ჩე­რებ­დნენ ორი დღე და უშ­ვებ­დნენ, არ ხარ ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტიო. ბოლო დროს ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბა იყო. ერთი პე­რი­ო­დი ნორ­მა­ლუ­რად იყო თით­ქოს, მაგ­რამ მე­ზობ­ლებს მა­ინც გვე­ში­ნო­და. სულ აგ­რე­სი­უ­ლი იყო, არე­უ­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და. ეს გოგო მოკ­ლუ­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი გოგო იყო, მისი დედა ტა­ძარ­ში მე­სან­თლე იყო, თა­ვად ეს გო­გოც ხში­რად და­დი­ო­და ეკ­ლე­სი­ა­ში” – ჰყვე­ბი­ან ტვ პირ­ველ­თან მოკ­ლუ­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბი.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”