ევროპის მოედნაზე შეკრებილ ადამიანებს, სიტყვით მიმართა, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ და თქვა:
დღეს, მხოლოდ ჩემი სახელით და პასუხისმგებლობით, მინდა რამდენიმე გზავნილი გავუგზავნო არალეგიტიურ, თვითმარქვია, გაყალბებული არჩევნებით მოსულ საძულველ ხელისუფლებას. პირველი უნდა შევახსენო, რომ ევროპა არის რუსეთისგან უსაფრთხოება, პირველ რიგში, მერე არის ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, ევროპა არის განვითარება, რუსეთი არის ჭაობი, სიბნელე, ქართველ ერს უკვე არჩევანი აქვს გაკეთებული და ჩვენ ევროპის კართან მიკაკუნებული გვაქვს. ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არავინ დაუშვებს აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთის კართან მიიყვანოს, არ დაუშვებს ამას ქართელი ერი, რაც უნდა სადამსჯელო კანონები მიიღოს და რეპრესიები განახორციელოს. ვისაც საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია, ვიცით, რომ ეს არის უსაზიზღრესი, დამპალი ჭაობი, სადაც არასოდეს დაბრუნდება ჩვენი ქვეყანა. მინდა შევუთვალო ამ ხელისუფლებას, არ გაბედოს და არც ერთ რუსის ჯარისკაცს ფეხი არ დაადგმევინოს საქართველოში, რაც არ უნდა გაუჭირდეს, უმართავ პროცესებს მიიღებენ. არაადეკვატური, სულელური კანონების და განცხადებების გაკეთებას მოეშვან, თორემ, გამორიცხული არ არის რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის. უგუნური გადწყვეტილებები თუ არ შეწყდება თვითმარქვია ხელისუფლებისგან, გამორიცხული არაფერია. არავის მოკიდონ ხელი და ციხეებში აღარ შეყარონ, თორემ, ძალიან ცუდი პროცესებს მიიღებენ. ამ განცხადებას არ ვაკეთებ სინდისის პატიმრების ოჯახების წევრების სახელით, ჩემი, პერსონალურად, ზურაბ ცეცხლაძის სახელით ვამბობ.
ზურაბ ცეცხლაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, იქ შეკრებილები სკანდირებდნენ: – ბოლომდე, ბოლომდე!
