“სულელი ვარ” – ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა

ცნობილი გახდა, რა უთხრა პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავის თანაშემწეებს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, „ჩელსის“ თავდამსხმელ ჟოაო პედროსთან კონფლიქტის შესახებ.
„მე სულელი ვარ. ის უბრალოდ დგას, ხელს მკრავს, მას ვეხები და ის იქცევა“, – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს „მარკა“.
ნამატჩევს ლუის ენრიკემ ისაუბრა: „რას იზამ, ჩვენ დიდ სპორტში ვიმყოფებით. ვიცით, მსგავსი რამ ხდება. ამაზე ნამატჩევსვე ვიფიქრე, თუმცა თამაშის კიდევ ერთხელ ნახვა ღირს. ჩემი აზრით, მეტოქემ თამაში უკეთ დაიწყო, აქტიურ პრესინგს მიმართეს და სირთულეები შეგვიქმნეს. დაწინაურების შანსი ჰქონდათ და გამოიყენეს. პირველ ტაიმში გატანის შესაძლებლობა ორჯერ მოგვეცა, მაგრამ მართალი გითხრათ, ჩვენთვის თამი ჩართვა რთული იყო. პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც ორი გოლი გაგვიტანეს, პალმერმა დიდებულად იმოქმედა. საერთოდ ვთვლი, რომ გვაჯობეს და გამარჯვება დაიმსახურეს. ვულოცავ“.
Sky Sports-თან კომენტარი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გააკეთა: „თქვენ იცით, ასე მგონია, ლუის ენრიკე მთელს მსოფლიოში ყველაზე ჯენტლმენი მწვრთნელი და ადამიანია. მსგავსს არასოდეს არ მოიმოქმედებს. თამაშის და ემოციების განცალკევება შეუძლია, მაგრამ მასზე შეტევას აგრძელებდნენ. ის ძალიან პატივს სცემს დისციპლინას“.
ხვიჩას გახარებული ალ-ხელაიფი გადაეხვია – რა განსხვავებაა პსჟ-ის და “ნაპოლის” პრეზიდენტებს შორის? [VIDEO]