სულგუნი TasteAtlas-მა 100 საუკეთესო ყველს შორის დაასახელა

საერთაშორისო კულინარიულმა პლატფორმა TasteAtlas-მა 2024 წლის 100 ყველის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროდუქტთან ერთად ქართული სულგუნიც მოხვდა.
ქართულმა ყველმა რეიტინგში 52-ე ადგილი დაიკავა, ხოლო შებოლილი ყველის კატეგორიაში სულგუნი მე-3 ადგილზე აღმოჩნდა.
TasteAtlas-ის ვებგვერდის ინფორმაციით, რეიტინგი 1378 დასახელების ყველისგან, 36500-ზე მეტი მომხმარებლის შეფასებით შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ