სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში – მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან…

დღეს, 18 ივნისს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 საჭიდაო დღეს ტატამზე -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძეს ვიხილავთ.
ქართველი პირველ წრეს გამოტოვებს, შემდეგ მოდის უნგრელი ცომბორ ვეგი, მესამე წრეში ილია ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილს შეხვდება, მეოთხედფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, მარტვი კანიკოვსკის დაუპირისპირდება. ქვეჯგუფი მართლაც რომ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.
კანიკოვსკის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში დიდია ალბათობა ილიასა და ზელიმ კოცოევის ნახევარფინალი ვიხილოთ. შეგახსენებთ, დასანან ოლიმპიური ფინალის შემდეგ ოქროსფერ არშიას კოცოევი ატარებს.
საჭიდაო დღე თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 1 ოქრო (ლიპარტელიანი), 1 ვერცხლი (გრიგალაშვილი) და 1-იც ბრინჯაოს (მაისურაძე) აქვს მოპოვებული.
[VIDEO] ეფექტურ სტილში – მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
“მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი” – უტა აბე
რევანშის შანსი – სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
[VIDEO] რევანში შედგა – სულამანიძემ კოცოიევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
თუშიშვილი და სულამანიძე ფინალში დამარცხდნენ, ბექაურმა ბრინჯაო მოიპოვა – საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! – სულამანიძე ნახევარფინალშია
გამარჯობის თქმა არ აცალა – ილია სულამანიძე ფინალშია!
დრამა ფინალში – სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა