სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს, – 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე მერვედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ილია შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი ზომბორ ვეგი ორი იუკოთი დაამარცხა.
შეგახსენებთ, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცეჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
· . ბექაური სანამ არის ნაკრებში ჩვენს ნაკრებს არ ეშველება მომზადების კუთხით… მიუჯდნენ ბექაურს კაზინოში და იყუმარონ ჯიგრებმა… 2 წუთში ენა როგორ უნდა გადმოაგდო ილია მსოფლიოზე ბიჭი მიდიხარ და ასეთი მოუმზადებელი? ვინაა ამაზე პასუხისმგებელი? ბექაური ნაკრებს მოაშორეთ ცუდ ზეგავლენას ახდენს ბიჭებზე!!!!!
[VIDEO] ეფექტურ სტილში – მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რევანშის შანსი – სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
[VIDEO] რევანში შედგა – სულამანიძემ კოცოიევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! – სულამანიძე ნახევარფინალშია
გამარჯობის თქმა არ აცალა – ილია სულამანიძე ფინალშია!
დრამა ფინალში – სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა