სულაკაურის რედაქტორი: პოლიციელებმა ხელი მკრეს, წამაქციეს, გატაცება და დაპატიმრება უნდოდათ

სულაკაურის გამომცემლობის რედაქტორი თეონა ბექიშვილი გადაცემა დროებაში პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობის შესახებ ჰყვება.

ბექიშვილი ამბობს, რომ დღეს თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე მივიდა ხარება და მოქალაქეებს გინება დაუწყო, რის შემდეგაც პოლიციელები აქციის მონაწილეებს მიაწვნენ, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
ბექიშვილის თქმით, პოლიციელებმა ხელი კრეს, დაეცა, რამდენიმე მათგანმა კი ზედ გადაუარა.
“დღეს მოლის ქვემოთ ვიდექით, პოლიციის რამდენიმე რიგი იდგა ჩვენ წინ. ძალიან შეგვავიწროვეს და პრაქტიკულად, უკვე ჭყლეტა იყო იმდენად სივიწროვეში ვიყავით, მაგრამ იყო აბსოლუტური სიმშვიდე. ამასობაში, მოვიდა ხარაზიშვილი დაგვიწყო გინება და ესენიც გაცოფდნენ, მოგვაწვნენ მაშინ, როცა ისედაც აღარ იყო ადგილი. მკრეს ხელი, დამაგდეს. დაახლოებით ხუთმა პოლიციელმა პრაქტიკულად ზედ გადამიარა. ახალგაზრდა გოგოსთან ერთად ვიყავი და დავინახე, რომ ის გადამეფარა და ამის კიდევ უფრო მეტად შემეშინდა იმიტომ, რომ როცა შენ შუახნის ადამიანი ხარ და ახალგაზრდა გიცავს. უფრო მეტად ფიქრობ იმას, რომ ვიღაცისთვის გახდი ტვირთი. მერე ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელი გამომიწოდა და ჩავთვალე, რომ ამ ზედ გადავლის შემდეგ ჩავთვალე, რომ მაყენებდა (მართლა ზედ გადამიარეს, ფეხებით, ხელებით, სათვალე დამიმტვრიეს) აღმოჩნდა, რომ უნდოდათ გატაცება და მაპატიმრებდნენ. ამას ვერ მივხვდი და მერე ძალიან ბევრი ხალხი იყო და ხალხი ჩაეჭიდა, ქალებიც, კაცებიც დამეჭიდნენ და რაღაცნაირად არ გაატანეს ჩემი თავი”- ამბობს თეონა ბექიშვილი.