წითელ ზღვაში გემების მარშრუტის ცვლილების მზარდმა ტენდენციამ სუეცის არხით ხორბლის მიწოდება ბოლო ორ კვირაში, თითქმის, 40%-ით, ანუ წლიურად 0,5 მილიონ ტონამდე შეამცირა. ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) განცხადებაში წერია.
Wheat Dashboard-ის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან აზიისა და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ხორბლის მიწოდების, დაახლოებით, 8% სუეცის არხის გვერდის ავლით, სხვა მარშრუტებით განხორციელდა.
დეკემბრამდე ალტერნატიულ მარშრუტებზე მოძრაობის წილი, საშუალოდ, 3% იყო, რაც იანვრის პირველ ნახევარში 42%-მდე გაიზარდა.
ევროკავშირიდან სუეცის არხის ალტერნატიული მარშრუტებით ხორბლის მიწოდებამ დეკემბრის დასაწყისიდან იანვრის შუა რიცხვებამდე, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 50 ათასი ტონის მაჩვენებლიდან 330 ათას ტონამდე გაიზარდა.
რუსეთიდან ალტერნატიული მარშრუტებით, 190 ათასი ტონა ხორბალი გადამისამართდა, ხოლო უკრაინიდან ყველა მიწოდება კვლავ სუეცის არხით შესრულდა.
WTO-ს მონაცემებით, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 76 მლნ ტონა მარცვლეული, ზეთოვანი კულტურები და მათგან წარმოებული პროდუქტები იგზავნება, რაც ამ საქონლით გლობალური ვაჭრობის 17%-ს შეადგენს.
