სუდანში დევნილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

სუდანის დასავლეთ დარფურის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება იქ მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაცია – აბუ შუკის საგანგებო რეაგირების ოფისი.
მათი ცნობით, თავდასხმა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ (RSF) განახორციელეს. ინტენსიური თავდასხმის ქვეშ მოექცა ახლომდებარე ქალაქი ელ-ფაშერიც. ეს ქალაქი არმიისა და მისი მოკავშირეების ბოლო მნიშვნელოვანი დასაყრდენია, რომლებიც ორი წელია ებრძვიან RSF-ს.
ამ კონფლიქტმა ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. გაერომ აცხადებს, რომ ალყაში მოქცეული ელ-ფაშერის მოსახლეობას შიმშილობა ემუქრება.
სუდანის მედიის ცნობით დევნილთა ბანაკი ელ-ფაშერისთვის ბრძოლისას ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოექცა. თუმცა ადგილზე მომუშავე აქტივისტების ცნობით აბუ შუკის ბანაკში, სადაც სულ მცირე 200 000 ადამიანი ცხოვრობს, ზოგიერთი საკუთარ სახლებში დახვრიტეს, ზოგი კი საჯაროდ მოკლეს.
-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელიც თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებსა და ვიდეოებს აანალიზებს, განაცხადა, რომ მან ბანაკის ჩრდილო-დასავლეთ უბნებში 40 მსუბუქი ავტომობილისგან შემდგარი დიდი ჯგუფი აღმოაჩინა, რაც, როგორც ჩანს, ადასტურებს ინფორმაციას, რომ თავდასხმა ჩრდილოეთიდან განხორციელდა.
ფორუმი