სუდაკოვი: უკრაინას ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი აქვს

უკრაინის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალში ისლანდიის ძლევით (2:1) ევროპირველობის საგზური მოიპოვა, სადაც Е ჯგუფში ბელგიასთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან იასპარეზებს. უკრაინელთა შანსები მათი გუნდის ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა შეაფასა, რომელმაც ისლანდიელებთან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა:
“ემოციები უკვე მოედანზე დავტოვე. მხოლოდ დაღლილობას ვგრძნობ და ჩემი ქვეყნისა და გუნდის სიამაყეს. პოლონეთში 30 ათასი გულშემატკივარი გვიჭერდა მხარს, თითქოს სახლში ვთამაშობდით.
ეს ჩემთვის განსაკუთრებული ევრო იქნება, დაწყებას წარმოუდგენლად ველოდები და ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი გვაქვს. უკვე ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეტოქეები და ვემზადებით. ახლა ქვეყნის ჩემპიონატზე
გადავერთვებით, შემდეგ კი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვიფიქრებთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში